წალენჯიხაში ავტოავარიის დროს დაღუპულის ოჯახის წევრები ხელახალ გამოძიებას ითხოვენ

2

ავტოავარიის დროს დაღუპული დავით ბელქანიას ოჯახის წევრები ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ბელქანიას მშობლებმა და ახლობლებმა ამ მოთხოვნით დღეს წალენჯიხაში აქცია გამართეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი შვილი 2014 წლის 1 იანვარს მომხდარი გახმაურებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა.

მათი მტკიცებით, ბელქანია მანამდე მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა, რასაც სამართალდამცავი ორგანოები მალავენ. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ სიმართლე გარკვეული ჩინოვნიკების მფრაველობით იმალება და ხელისუფლებას რეაგირებას და ბელქანიას მკვლელის პოვნას სთხოვენ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვარს სოფელ ჯგალში მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დავით ბელქანიაც, რაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორ ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული
შემდეგი სტატიარადიო “თავისუფლებამ” საიტიდან ინტერვიუ აიღო