ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ქუჩები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები დატბორა, მათ შორის ავტოსადგურის ტერიტორია.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ზღვაზე ტალღები არ არის და სანაპიროზე პრობლემები არ ფიქსირდება.

ამასთან, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მაშველები ქობულეთში დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ წვიმის გადაღებისთანავე შესაბამისი სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს დაიწყებენ.

banner
წინა სტატიაშისირიის თავისუფალი არმიის მიმართვა რუსეთის მთავრობას და პუტინს (VIDEO)
შემდეგი სტატიაიანვარ-სექტემბერში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 44%-ით შემცირდა