ძლიერი წვიმის შედეგად, კაზინო “ევროპის” კედელი ჩამოინგრა

თბილისის ცენტრალური უბნები დაიტბორაძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში კოსტავას გამზირზე #47-ში კაზინო “ევროპის” კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასული არიან მაშველები და შესაბამისი სამუშაოები სრულდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დედაქალაქში ბოლო საათების განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში მოქალაქეების მხრიდან დატბორვის შესახებ ზარები შევიდა ნიკოლაძის ქუჩიდან, ნაძალადევიდან, ფიროსმანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებიდან. ადგილზე გასული არიან მაშველები.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა
შემდეგი სტატიასოფელ ნიგვზიანში ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა