,,ძირითადი აქცენტები, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის”

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში და შესაბამისად, ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრის გაერო-ს ასაბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა.
ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი იყო – საქართველოს ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით.
“პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი და ცხადი იყო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით. ასევე მან დაგმო ის მცოცავი ანექსია, რომელიც ხორციელდება, მან ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში, შესაბამისად, ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარი 20 წლის გახდა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ზე – სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ”