” ე.წ. ექსპერტები ატყუებენ მოსახლეობას თითქოს მე დავპირდი ამ კადრების განადგურებას”

პრემიერმინისტრი ე.წ. “კასრების საქმეზე” გუშინ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ადასტურებს, რომ ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში აღმოაჩინეს.

“ეს კადრები როგორ გავრცელდა შეიძლება მრავალი ვერსია იქნას განხილული, მაგრამ მთავრი ის არის, რომ წინა მთავრობა, სააკაშვილის რეჟიმი ეს არის სადისტური რეჟიმი. გამოდიან ე.წ. ექსპერტები და ატყუებენ მოსახლეობას თითქოს მე დავპირდი ამ კადრების განადგურებას, ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ეს კადრები როგორ შეიძლება გავანადგუროთ, მე ამის უფლება არ მაქვს, ეს კადრები არის საქმეში,”-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაში“აპრიორი ვემიჯნები იმას, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია,”
შემდეგი სტატიათამარ ქალდანი – აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება