ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადადგომის მოთხოვნით დავით ნარმანიას მიმართა

ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა თბილისის მერს დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ხომერიკის განცხადებით, ის თანამდებობას ახალ გამგეობასთან განსხვავებული მიდგომების გამო ტოვებს.

ხომერიკის თქმით, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება, გუნდის განახლებისთანავე დაწერა და ახალი გამგეობის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილების თაობაზე თბილისის მერი ინფორმირებულია. ხომერიკმა ასევე აღნიშნა, რომ დავით ნარმანიას გუნდის ერთგული რჩება და არაა გამორიცხული, მან მუშაობა მერიაში გააგრძელოს.

თემურ ხომერიკს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, თბილისის მთავრობის მომავალ სხდომაზე დაუკმაყოფილებენ.

მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიპლაკატები სენაკში: ,,ესენი თქვენ ფულს იპარავენ,,
შემდეგი სტატიამამუკა ახალაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთერლობის მდგომარეობა ნორმალურია