,,ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ გამოვა,, მიხეილ სააკაშვილი

,,ყველა აზრთასხვაობა და სკანდალები, რომელიც უკავშირდება ჩემს პიროვნებას, ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი მხრიდან გატარებულ რეფორმებზე საბჭოური ყაიდის კრიმინალურ და კორუმპირებული გარემოსი,, განაცხადა ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ბი-ბი-სი,,-სთვის ინტერვიუში.
სააკაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო და მთავრობის სხვა წევრები მიხვდებიან, რომ ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ გამოვა. ,,მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პოროშენკო ხვდება ამას. ჩემი დანიშვნაც ნიშნავს იმას, რომ ის მიდრეკილია ძალიან უჩვეულო, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ბევრს საგონებელში ჩააგდებს. იცით… აქ ყველაფერი სხვანაირად იქნება,, აღნიშნავს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან საკუთარ სტატუსზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, როტომაც უარი არ თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე… ,,რეალურად ქართული პასპორტის შენარჩუნების შემთხვევაში, მე განწირული ვიყავი, რომ საქართველოში დამაპატიმრებდნენ… ეს დროებითი სიტუაციაა, მაგრამ ჩემთვის მკაცრი რელობაა. მე იძულებული ვარ ვიცხოვრო საქართველოს საზღვრებს გარეთ, ბრალდებულის სტატუსის გამო… მხოლოდ ამიტომ. მეორე მიზეზი კი,ის გახლავთ, რომ ოდესა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სიტუაციასთან. თუ როდესმე, ღმერთმა ნუქნას, ოდესა დაეცემა… მაშინ საქართველოსაც წაშლიან რუკიდან. აი რა აერთიანებთ მათ.,, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ,,ბი-ბი-სის,, მის მიმართ რუსული ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მედია-შეტევის მიზეზებზეც მოუყვა… ,,მე ვფიქრობ, რომ პრინციპული მიზეზი რუსეთის პრემიერის ისტერიული განცხადებისა ჩემს მიმართ და ინსრუქციის მიცემა რუსულ მედიაზე, რომ ყოველი მხრიდან შემომიტიონ, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხვდებიან რა დევს სასწორზე. საუბარია რა იმდენად ჩემს პიროვნებაზე… არამედ იმაზე, რომ ჩნდება ახალი შანსი, ახალი საწყისი რეგიონისა, რომელსაც გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა არა მხოლოდ რუსული სამხედრო ექსპანსიური ინტერესებისათვის, არამედ მათი საკუთარი შიდა მენტალიტეტისათვის,, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაში“ერთი–ერთში” არიან სააკაშვილი და ხიდაშელი, რაც სააკაშვილს “ნაფრენი” აქვს, იმაზე მეტ “ფრენას” აპირებს ხიდაშელი” – ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღებში სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია