ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებენ

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, შესაძლოა, ხვალ პარლამენტში დაიბარონ.

ამ ინიციატივით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს დეპუტატები, ზაქარია ქუცნაშვილი და თამარ კორძაია გამოვიდნენ.

პარლამენტის წევრებს შეკითხვები არამხოლოდ 20 იანვარს იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან, არამედ მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც აქვთ. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი.

“მაინტერესებს, რატომ დასჭირდა ორი წელი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა იმისათვის, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა მისულიყო გახსნის ეტაპამდე,” – განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კოლეგების მოთხოვნას დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას და დახურული შეხვედრის გამართვას ორგანიზებას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშირა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და გრიბაუსკაიტემ დავოსში გამართულ შეხვედრაზე?
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის კრიზისს მიეძღვნა