“ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები” – თეა წულუკიანი თინა ხიდაშელზე

იუსტიციის მინისტრი „კაბელების საქმეში“ ბრალდბულების სამსახურში აღდგენის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნდა, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილებას არ იწონებს.

თეა წულუკიანი ასევე თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას არ დაეთანხმა.

„თუკი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები. მე მაქვს ორი გზა: ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვიწონებ – ეს არ არის ჩემი საქმე. ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით. მე არ მომწონს, ეს არ არის ჩემი მმართველობის სტილი, როდესაც ჩემ თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, მირჩევნია ეს თანამშრომელი შინ დაელოდოს განაჩენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო
შემდეგი სტატია“ერთი არაკაცი აღმოჩნდა და მეორე – ლენჩი… შევიჭრებით ტერიტორიაზე და ავუფეთქებთ ყველაფერს”