ძალიან მნიშნველოვანია, რომ ამერიკის ელჩი და ამერიკის საელჩო ჩართულები არიან ამ მოვლენებში

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

WERETELIგიგი წერეთელი: აშშ ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მათი ეს მოსაზრებები ისე უნდა აღვიქვათ, როგორც კეთილისმსურველის პოზიციიდან გამოთქმული მოსაზრებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშნველოვანია, რომ ამერიკის ელჩი და ამერიკის საელჩო ჩართულები არიან ამ მოვლენებში და ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს. სრულად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ძალადობის მხარდამჭერი განცხადებების კეთების ადგილი არ არის.
ვფიქრობთ, ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყდეს მსგავსი მოწოდებები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აქციების გამართვა და მედიასივრცის შევიწროვება, ნამდვილად გასათვალისწინებელია. აშშ ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მათი ეს მოსაზრებები ისე უნდა აღვიქვათ, როგორც კეთილისმსურველის პოზიციიდან გამოთქმული მოსაზრებები“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: უბნებთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხალხი დათარეშობს