“ძალიან გთხოვთ ასე არ ისაუბროთ, რომ თითქოს პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით მოხდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მილიარდიან სახლებში ვიცხოვროთ.

“როდესაც ვსაუბრობთ იძულების წესით გამოყვანაზე, ეს არის დამაკნინებელი და შეურაცმყოფელი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ძალიან გთხოვთ ასე არ ისაუბროთ, რომ თითქოს პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით მოხდება. არამც და არამც მეგობრებო”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თავის დროზე ის რომ პრეზიდენტის ადგილზე ყოფილიყო, ამ შენობაში არ გადავიდოდა, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაჭირვებულია და მილიონიან სახლებში არ უნდა ვიცხოვბროთ.

“ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მის ადგილზე რომ ვიყო გადავიდოდი. აბსოლუტურად გასაგები საკითხია და ამას არ სჭირდება რაიმე სპეკულაციები. ძალიან მარტივია, ვინაიდან ეს შენობა დასრულდა. ორი კვირის წინ დასრულდა შენობის რემონტი და ბუნებრივია დაისვა საკითხი რა უნდა ვუყოთ შენობას, რომელშიც სახემწმიფოს 28 მილიონი დახარჯა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა” , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ირანს მოუწოდა ჟურნალისტი გაანთავისუფლოს
შემდეგი სტატიარატომ დააკავეს ავიაკომოანია Cathay Pacific-ის პილოტი?