ცხინვალი ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასაევის განცხადებით, ოსურ საჯარისო ფორმირებებში გამოცხადებული საბრძოლო განგაში და ჯარების გადაადგილება, ადრე დაგეგმილი საბრძოლო მომზადების ნაწილია და არაა დაკავშირებული ოსეთის საზღვართან მომხდარ პროვოკაციებთან…

გასაევის განცხადებით, მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არააქვს, რადგან ამ წუთისათვის განგაში მოხსნილია და სამხედროები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

ამავეს ადასტურებს ოსების დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარზე ვითარება სტაბილურია და რომ ოსეთის ხელისუფლებამ უკვე მიმართე აუთოს დამკვირვებლებს საზღვარზე მომხდარი პროვოკაციის შესახებ.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ ბაზებზე დაიწყო საბრძოლო სწავლებები, რომლებშიც 1500 მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას და რომელიც 2 კვირას გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში„ღირსების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს,” – დავით დარჩიაშვილი
შემდეგი სტატია“ამ საკითხის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ეს კითხვა უნდა დაუსვათ სამხრეთ ოსეთს,” – გრიგორი კარასინი ე.წ საზღვრის გადმოწევაზე