ცხინვალის რეჟიმი 11-12 აპრილს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკეტავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
სააგენტო “რესის” ინფორმაციით, 11-12 აპრილს არ განხორციელდება მოქალაქეთა დაშვება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, 13 აპრილიდან კი “სასაზღვრო” რეჟიმი კვლავ ძველი გრაფიკით იმუშავებს.
კომიტეტში განაცხადეს, რომ 12 აპრილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნება გამარტივებული მიმოსვლა სასაზღვრო ზონაში და მათ საშუალება ექნებათ ეკლესიების, სასაფლაოებისა და ნათესავების მოსანახულებლად ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონებში.

banner
წინა სტატიაშიბოინგი 757-ს მეხი დაეცა+ ფოტო
შემდეგი სტატიააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენის მუშობის რეჟიმი იცვლება