“ცუდია, როცა პროკურატურა ჭორბიუროდ იქცევა,” – გიორგი ვაშაძე IDFI-ს კვლევაზე

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

“ცუდია, როცა პროკურატურა ჭორბიუროდ იქცევა,” – ასე გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი ვაშაძე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს და ახალი დეპარტამენტის მუშაობა პროკურატურაში შედეგს ვერ გამოიღებს.

“ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ტყუილებს, გვესმოდა, ათასობით საქმე შევიდა პროკურატურაშიო. ფაქტია, რომ სულ 600 განაცხადია დარეგისტრირებული, კიდევ შესასწავლია, რა წერია ამ განცხადებებში. დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნას არანაირი შედეგი არ ექნება, როგორც იმ ჯგუფებს არ ჰქონდათ, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე მრავალჯერ შექმნა. პროკურატურა რომ ჭორბიუროდ იქცევა, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, ასევე ცუდია, როცა პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად იქცევა,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში BLACK EYED PEAS’ OFFICIAL DJ MOTIV8 ჩამოდის
შემდეგი სტატია„სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს და ეყოყოჩება პრეზიდენტს,” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილზე