ცოცხალია თუ არა დაკარგული ვეფხვი? – მის ვოლიერს დღეს გაწმენდენ

არის თუ არა ცოცხალი ის ვეფხვი, რომელსაც უკვე კვირაზე მეტია ეძებენ, ეს შესაძლოა უახლოეს საათებში გახდეს ცნობილი. ვარაუდობენ, რომ დღეს გაწმედნდენ იმ ვოლიერს, სადაც მტაცებელი ცხოვრობდა.

ამ ტერიტორის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ზოოპარკი და მზიური მთელი ღამის განმავლობაში სუფთავდებოდა. სამუშაოები დღეს დილით განახლდა სვანიძის ქუჩაზე.

როგორც აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების გაწმენდას სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა დასჭირდება. დღეს ზოოპარკი ასევე გამოაქვეყნებს სტიქიის შედეგად გადარჩენილი ცხოველების სიას.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო განმარტებებს ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება