ცოტნე გამსახურდია ივანიშვილიზე – აბა, სამოქალაქო სექტორში წავედიო?

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციაური ქსელით გამოეხმაურა.

“ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს: კაცი ისე ლაპარაკობს, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური. აბა, სამოქალაქო სექტორში წავედიო? ბოლოსკენ მაინც ისაუბრა რაღაც გრანდიოზულ პროექტებზე, რომელთაც თურმე “მოქალაქე” ახორციელებს…

საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, შიდაპოლიტიკაზე საუბრისას პასუხისმგებლობის მოხსნა-გადატანაზე აკეთებდა აქცენტს. განტევების “კაზიოლი” ალბათ ხვდებით – ნაცმოძრაობა იყო. ახლა დავრწმუნდი სრულად, რატომ წავიდა ასე მალე პოლიტიკიდან…

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მის პოზიციაზე ერთი გამოჩენილი ქართველი მწერლის ნათქვამი ფრაზა გამახსენდა: ჩვენ ხონურად უნდა ვიაროთო. 

და კიდევ:
რატომ საუბრობს წამყვანი სახელისუფლებო პოზიციიდან? ეს ალბათ მაინც ქართული ჟურნალისტიკის ეროვნული თავისებურებაა…”– წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა და სხვებმა, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში და დაიხოცნონ, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ წასვლა
შემდეგი სტატიალალი მოროშკინა: ივანიშვილის მასტერკლასი