ცნობილი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში ცნობილი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი აგენტი ავრცელებს.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით მსახიობს ალცგეიმერის დაავადება ჰქონდა.

ომარ შარიფი 1932 წელს დაიბადა ეგვიპტეს ალექსანდრიაშია. მისი ნამდვილი სახელი მიშელ დიმიტრი შალჰუბია. შარიფი ამერიკულ და ევროპულ კინოებში თამაშობდა.
1962 წელს მან, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობმა “ოქროს გლობუსი” აიღო “ლოურენს ავარიელში” შესრულებული როლისთვის, 1965 წელს კი – როგორც საუკეთესო მსახიობმა “დოქტორ ჟივაგოში” შესრულებული როლისთვის.
მსახიობი ნომინირებული იყო ასევე “ოსკარზე”.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა
შემდეგი სტატიასროლა გერმანიაში