ციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

ალექსის ციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ.

საბერძნეთის პრემიერმა თანამდებობიდან მთავრობის 9 წევრი გაათავისუფლა, მათ შორის მინისტრები და მათი მოადგილეები.

სამთავრობო ცვლილებების პარალელურად ევროზონის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა თანხმობა განაცხადეს გარდამავალ პერიოდში ათენისთვის 7 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.

ევროჯგუფმა მორიგი კრედიტი მას შემდეგ შეათანხმა, რაც საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომლებიც, კრედიტორების მოთხოვნის შესაბამისად, კანონმდებლებს ალექსის ციპრასმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
შემდეგი სტატია„მნიშვნელოვანია, საქართველოში იცოდნენ, რომ მარტო არ არიან” – რიჩარდ ნორლანდი ოკუპაციაზე