ციპრასი საბერძნეთის პარლამენტის დარწმუნებას ცდილობს

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი ათენში ფინანსთა მინისტრთან ერთად დაბრუნდა.
ბრიუსელში ევროზონის ლიდერი ქვეყნები შეთანხმდნენ მესამედ დაეხმარონ საბერძნეთს და მას ექსტრემალური ფინანსური დახმარება გაუწიონ.

თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია საბერძნეთის პარლამენტზე, რომელიც ხვალ უნდა შეიკრიბოს. მათ უნდა გადაწყვიტონ მისაღებია თუ არა იმ რეფორმების გატარება ქვეყანაში, რასაც ევროზონა ითხოვს დახმარების სანაცვლოდ.
დღეს და ხვალ ციპრასმა უნდა დაარწმუნოს პარლამენტარები მიიღონ კანონპროექტები, რომელიც საბერძნეთისთვის არც თუ უმტკივნეულო რეფორმებს შეიცავს. საუბარია, მაგალითად, საპენსიო სისტემაზე, გაზრდილ გადასახადებსა და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციაზე.

ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებით მთავრობაში ბევრია უკმაყოფილო, თავდაცვის მინისტრის პანოს კამმენოსის თქმით, ის მხარს არ უჭერს საბერძნეთში გასატარებელ რეფორმებს და დააყოლა, რომ გადადგომას არ აპირებს.
ათენის ქუჩებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობა ორად გაიყო. რეფორმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ორივე მხარე ქუჩის აქციებს მართავს.
2010 წლიდან საბერძნეთმა ექსტრემალური დახმარება ორჯერ მიიღო 240 მილიარდი ევროს ოდენობით.
ქვეყნის ეკონომიკა საბერძნეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სგამო უმძიმეს მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშიფრთხილად– ბავაშვები ქუჩაში გამოვიდნენ!!!
შემდეგი სტატიაგლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა