ცინცაძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ტერიტორია შემოწმდა, თუმცა, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ვერ აღმოაჩინეს.
ცინცაძის ქუჩაზე სავარაუდოდ ვეფხვის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112-ში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების მიერ შევიდა. თვითმხილველების მტკიცებით, მათ მტაცებლის ღრიალის ხმა გაიგეს.
ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა.