ცვალებადი ევროპა და შერეკილი ორბანი

Orban_football (1)იცვლება სამყარო… იცვლება ევროპაც და მისი ლიდერებიც… ზოგჯერ ნორმალური ადამიანების სასარგებლოდ, ზოგჯერ შერეკილების… ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ნატოს და აშშ-სთან მეგობრობის სურვილი საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტად გააჩნიათ, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას და ევროპულ საზოგადოების ზოგიერთ გამორჩეულ წევრს, რომელიც ევროპის მომავალს გარკვეულწილად განსაზღვრავს.  მკვეთრად გამოჩნდა, რომ ევროპის მომავალზე პასუხისმგებელ პირთა შორისაც   შერეკილები მრავლად არიან. ერთერთი ასეთი შერეკილი ევროპის ცენტრში მდებარე უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თბილად უმასპინძლა და ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერასაც შეპირდა.

ორბანის შერეკილობა, მისი გადაწყვეტილებების და მოქმედებების წინააღმდეგობრიობაში და არალოგიკურობაშია. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის  მეგობარი და თავგადაკლული მომხრე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინადღეებში გვირჩევდა, რომ უკან არ დავბრუნებულიყავით და ხელისუფლება დაგვეფასებინა,  დღენიადაგ აშშ-ს გინებაშია. ევროკავშირში თითქოსდა საქართველოს მხარდამჭერი ორბანი კი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მხარესაა, რის გამოც მისი რეზიდენციის კარებთან ატუზული ათასობით  მომიტიგე, გასული თვეების განმავლობაში ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა ,,ძირს პუტინის მეგობარი ორბანი,,. ქართული რეფორმებით მოხიბლულ უნგრეთის პრემიერს კი, ოპოზიცია კორუფციასა და ქვეყნის გაღატაკებაში ადანაშაულებს.

ევროპის ყველაზე ახალგაზრდა (35 წლის) პრემიერად წოდებულმა ვიქტორ ორბანმა,  მიუხედავად პრემიერობისა,  თავის საფეხბურთო კლუბში თამაშს თავი არ დაანება და რადგან თამაშები ძირითადად კვირა დღეებში იმართებოდა, რომ არ გადაღლილიყო მთავრობის სხდომები ორშაბათის ნაცვლად სამშაბათს გადაიტანა. მსგავსი არაორდინალური ისტორიები მის ბიოგრაფიაში მრავლადაა, თუმცა ამჯერად ამით თავს არ შეგაწყენთ… ,,თაიმერი,, გთავაზობთ ქართულ ინტერნეტსივრცეში ვიქტორ ორბანთან დაკავშირებულ სტატიების მცირე დაიჯესტს…  გთხოვთ ბოლომდე გულდასმით წაიკითხოთ ეს სტატიები იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ  თუ როგორი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერით  ამაყობენ ჩვენი ქვეყნის ყოფილი და დღევანდელი ლიდერები, როცა ეს მათ ჭირდებათ.

ACFBBA72-88DD-4AA4-BE74-18986A0E82A1_mw1024_s_n,,24 საათი,, 28 სექტემბერი 2012 წელი (1 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 დღით ადრე)

,,დინამოს,, სტადიონი ,,ნაციონალური მოძრაობის,, წინასაარჩევნო შეკრება

http://www.24saati.ge/news/story/32050-prezidentma-qutaisis-aeroporti-ungretis-premiertan-ertad-gakhsna

სტა­დი­ონ­ზე, პრე­ზი­დენ­ტ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი უნ­გ­რე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც “ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის” ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი­ცაა. მან “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მომ­ხ­რე­ებს პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვ­ლამ­დე მი­მარ­თა: “მინ­და, გითხ­რათ, რომ უნ­გ­რე­ლი ხალ­ხი აფა­სებს იმ მიღ­წე­ვებს, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს აქვს. უნ­გ­რე­ლი ხალ­ხი აფა­სებს იმ ძა­ლის­ხ­მე­ვას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ ასე­თი პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ გას­წია. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის რო­ლი მეს­მის. ძნე­ლია, შეც­ვა­ლო ქვე­ყა­ნა. უნ­გ­რე­თიც ხომ პოს­ტ­კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვე­ყა­ნაა. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის 20 წე­ლი ჩე­მი ქვეყ­ნის შეც­ვ­ლას და­ვუთ­მე. შე­დე­გე­ბის ად­ვი­ლად მიღ­წე­ვას არ უნ­და ვე­ლო­დოთ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ ერ­თი შეც­დო­მა და­უშ­ვას, რო­გორც ჩვენ უნ­გ­რეთ­ში დაგ­ვე­მარ­თა. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ იქ­ნებ უკან მივ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით წა­რუ­მა­ტე­ბელ წარ­სულ­ში. მაგ­რამ, თუ თქვე­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის, პრე­ზი­დენ­ტის გჯე­რათ, თუ პროგ­რე­სი გინ­დათ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ.» რო­გორც ვიქ­ტორ ორ­ბან­მა თა­ვის ემო­ცი­ურ გა­მოს­ვ­ლა­ში აღ­ნიშ­ნა, ცდუ­ნე­ბა იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი შე­მოტ­რი­ალ­დეს, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უდი­დე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. მი­სი აზ­რით, ეს, რა თქმა უნ­და, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის არ­ჩევ­ნე­ბია, სა­დაც მათ თა­ვი­ან­თი ბე­დი უნ­და გა­დაწყ­ვი­ტონ. თუმ­ცა, ორ­ბა­ნი ამომ­რ­ჩევ­ლებს რჩე­ვას აძ­ლევს. «თქვენ ნაც­ვ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არა­ვინ მი­ი­ღებს. მე უნ­გ­რე­ლი მე­გო­ბა­რი ვარ და გე­უბ­ნე­ბით: უკან ნუ მიბ­რუნ­დე­ბით. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით და ევ­რო­პა­ში ბევ­რი მომ­ხ­რე გყავთ. მინ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურსს არ გა­და­უხ­ვი­ოს. მინ­და, და­გარ­წ­მუ­ნოთ, რომ უნ­გ­რე­თი თქვენ­თან არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ქარ­თ­ველ ხალხს გა­უ­მარ­ჯოს,» – და­ას­რუ­ლა გა­მოს­ვ­ლა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი და­ა­ხა­სი­ა­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ევ­რო­პის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა პო­ლი­ტი­კუ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვია. «არ მახ­სოვს, ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რებ­ზე ამ დო­ნის ლი­დე­რი გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქ­ვა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. მთე­ლი მსოფ­ლიო გვი­ყუ­რებს, რომ უკან არ დავ­ბ­რუნ­დეთ,» – ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

,,რუსთავი-2,, კურიერის სიუჟეტი 30 ივლისი 2014 წელი

(ვიდეო: ორბანი და საკაშვილი ერთად დგანან. ბუდაპეშტის ხედი. )

ვიქტორ ორბანის კომენტარი მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

ვიქტორ ორბანი:  ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია… რა თქმა უნდა ვერ ვიქნები ობიექტური რადგან მეგობრები ვართ (სააკაშვილზე ხელის შეხებით მიანიშნებს) მახსოვს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა თქვენ გაატარეთ რეფორმები, რომლებიც რათქმა უნდა იყო უნიკალური და შტამბეჭდავი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მაშინდელ მთავრობასთან ვთანამშრომლობდი. ძალიან რთულია ქვეყნის გარდაქმნა და მოდერნიზირება და ხალხის დაჯერება იმაში, რომ რასაც ლიდერები გვთავაზობენ სწორია და აზრი აქვს. ჩვენ ასევე გვაკავშირებდა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა, მივეკუთვნებით ერთ პარტიას ,,ევროპის სახალხო პარტიას,,  და ვამაყობ, რომ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები. ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ზეწოლასა და დევნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ. თუ ლიდერი აწარმოებს პოლიტიკურ დისკუსიას, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, მისაღებ პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელია პოლიტიკური დევნა. რა თქმა უნდა არ მინდა ჩავერიო შიდა საქმეებში,   ჩემი ვალია შევინარჩუნო უნგრელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, მაგრამ ბოდიშის მოხდით… მაქვს ჩემი შეხედულება პირად ურთიერთობებზე დაყრდნობით. მინდა წარმატება ვუსურვო ქართველ ხალხს.

მიხეილ სააკაშვილი: როგორც მე ვხვდები,  მათი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ ეს სისულელე გააკეთონ… სრულიად დაუსაბუთებელი, უსამართლო და სასაცილო იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დასცინის და ერთადერთი რუსებს უხარიათ… მიზეზი იყო ის, რომ შემიზღუდონ გადაადგილება, მათ აღიზიანებთ ჩემი აქტიურობა უკრაინაში, აქ… რანაირად უნდა შემიზღუდონ გადაადგილება?! ხომ ხედავთ, რომ აგერავარ… ვზივარ აქ, ევროპის ერთერთ მთავარ ქვეყანაში მის ხელმძღვანელთან და ბევრად მეტ ადგილებზე დავდივარ, ვიდრე მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე. აწი კიდევ უფრო ნაკლებს ივლიან ისინი იმის ფონზე რასაც აკეთებენ… მე ვივლი, ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდ და ვერავინ ვერაფერში ვერ შემზღუდავს. ორი ქვეყანაა სადაც  ვერ ჩავდივარ, ერთი იქედან  სამწუხაროდ საქართველოა…

 

orban-and-pu_20140117090026297თავისუფალი ზონა  17 დეკემბერი 2014 წელი

(ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობის საინფორმაციო საიტი)

http://www.tzona.org/ungretsi-atasobit-adamiani-putinis-megobris-orbanis-winaarmdeg/

 

ათასობით უნგრელი ქვეყნის პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვს და კორუფციას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ქვეყანაში გაზრდილ გადასახადებს და კორუფციას აპროტესტებენ, წერს Reuters.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ დემოკრატიის შესუსტებას, ასევე განათლების სისტემისა და პოლიტიკის რეფორმას, რომელმაც ქვეყანა სიღარიბემდე მიიყვანა.

ВВС – ის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა დაახლოებით, ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები პრემიერს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ევროკავშირიდან კრემლის მხარეს გადავიდა.
პროტესტები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა აქციის შემდეგ ათასობით ადამიანი დარჩა. მომიტინგეების ნაკადმა გაარღვია მეტალის ღობე და პარლამენტის შენობასთან ახლოს მივიდა. დემონსტრანტები გარშემორტყმულნი იყვნენ პოლიციელებით. ისინი სკანდირებდნენ: “ორბან, წადი!” და “ჩვენ გადასახადებს კრიმინალებისთვის არ ვიხდით!” როგორც ცნობილია, გუშინდელმა აქციამ დაპატიმრებების გარეშე ჩაიარა.

გარდა ამისა, როგორც Euronews – ი წერს, ბუდაპეშტში გამართულ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე სამი ადამიანი დაზარალდა. პარლამენტის შენობიდან ხალხის გასაფანტად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

უნგრეთის მოქალაქეები პირობას დებენ, რომ საპროტესტო აქციებს მომავალ წელსაც გააგრძელებენ. მორიგი დემონსტრაცია მომავალი წლის დასაწყისში, 2 იანვარს არის დაგეგმილი.

უნგრეთში, მომდევნო არჩევნები 2018 წელს უნდა გაიმართოს, სწორედ ამიტომ, ეს აქციები ორბანისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, როგორც სააგენტო Reuters – ი წერს, თუკი მათი ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, პროტესტები შესაძლოა საფრთხის მომტანი გახდეს.

 

,,აიპრესს.ჯი,, 24 დეკემბერი  2014 წელი

http://ipress.ge/new/308-viqtor-orbanis-mosazrebit-ashsh-ukrainis-konfliqtshi-ungretis-chatrevas-cdilobs

აშშსა და რუსეთს შორის მყარდებაცივი ომისდროინდელი ურთიერთობები. ჩვენ არ გვსურს ამაში მონაწილეობა მივიღოთ”,-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, მისი განცხადების თარგმანს Deutsche Welle ავრცელებს.  

როგორც ორბანმა აღნიშნა, არსებულ ვითარებაში უნგრეთი შეეცდება მხარეებს შორის კონფლიქტს გაერიდოს.

“აშშ-სა და რუსეთს შორის მყარდება “ცივი ომის” დროინდელი ურთიერთობები. ჩვენ არ გვსურს ამაში მონაწილეობა მივიღოთ. აშშ არა მხოლოდ ერევა, არამედ აქტიურად მონაწილეობს ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში”,-განაცხადა ორბანმა.

ცნობისათვის,  უნგრეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა უნგრეთის მთავრობის თანამდებობის პირები “შავ სიაში” შეიყვანა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. როგორც უნგრეთის პრეზიდენტი განმარტავს, ვაშინგტონმა კორუფციის ამბავი მოიგონა და ამით ცდილობს, მეტი გავლენა ჰქონდეს ევროპაში.

10344428_805525702871841_3130128334958258287_oსაქართველოს მთავრობა (ოფიციალური საიტი) 10 თებერვალი 2015

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

http://government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=47302

 

“რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს,»-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნგრულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანსპორტო პოტენციალი გააჩნია.
მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილი გახდა, რომ აპრილში თბილისში უნგრეთის სავაჭრო ოფისი გაიხსნება.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს,”-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.
“აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ვიყოთ წარმატების მაგალითი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ოქმის ხელმოწერის ცერემონია.

სპეციალურად თაიმერისთვის კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჟვანიას საქმე თავიდანვე გაყალბებული იყო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს