ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – რა ხდება უკრაინაში?

მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ პრორუსმა სეპარატისტებმა ზავი რამდენჯერმე დაარღვიეს, თუმცა დონბასის ძირითად ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე მოქმედებს. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია.

საერთაშორისო გაერთიანება მხარეებს შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით იმუქრება.

შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დღეიდან ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. პროცესს, რომელიც ორ კვირაში უნდა დასრულდეს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია გაუწევს მონიტორინს. ეუთოს გენერალურმა მდივანმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და დონბასის მთელს ტერიტორიაზე დამკვირვებლების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში24 შეკვრა მეტადონის შემცველი ნარკოტიკისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშეიარაღებული თავდასხმა კოპენჰაგენში-დანიაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს