ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საერთო ჯამში მოქმედებს

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საერთო ჯამში მოქმედებს, მიუხედავად „ადგილობრივი მნიშვნელობის ინციდენტისა.“

ამის შეასახებ საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში, რომელიც ოთხმხრივი სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა ოლანდს, მერკელს, უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის. როგორც ელისეის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, მერკელი, პოროშენკო, ოლანდი და პუტინი შეთანხმდნენ იამზე, რომ ყველა სახის დარღვევა სასწრაფო წესით აღმოფხვრილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15 თებერვალს შევიდა ძალაში. დონბასში უკრაინის სამხედროების პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, სამშვიდობო ცხოვრების პირველივე დღეს მათზე თავდასხმა განახორციელეს. ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის შტაბის მიერ გაკეთებული განცხადებით კი უკრაინელმა ჯარისკაცებმა 16-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

კრემლის საიტზე ოთხი ლიდერის საუბრის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „განხილულ იქნა შექმნილი სრული სიტუაცია, რომელიც ქალაქ დებალცევოს რაიონშია.“ დებელცევო დონეცკის და ლუგანსკის რკინიგზით დამაკავშირებელი ადგილია, სადაც „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები გაძლიერდა.

banner
წინა სტატიაშიBBC სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაუკრაინელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს