ცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

?

მეხუთე და მეექვსე კლასების აღდგენის მოთხოვნით მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცაიშის საჯარო სკოლა მათი საცხოვრებელი სახლებიდან შორსსაა და მათ შვილებს იქ სიარული გაუჭირდებათ. აქციაზე დღეს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც მივიდა, რომლის განმარტებით, აღნიშნული სკოლის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ გასულ წელს მიიღო და მასთან პრობლემის ირგვილ კონსულტაციები გაიმართება. გონერი პაპავამ მშობლებს საკითხის მოსაგვარებლად 4 თვიანი ვადა სთხოვა. ცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.

banner
წინა სტატიაში,,პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და პროვოკატორები მოაშორონ