ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდამ თავი მოიკლა

policia

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი მე-6 სართულიდან გადმოხტა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდიცვალა.

ცაბაძის ქუჩაზე მცხოვრებლების ინფორმაციით, თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახის წევრებთან კონფლიქტი იყო. როგორც ისინი ამბობენ, ბიჭი ცაბაძის ქუჩაზე არ ცხოვრობდა, სტუმრად იყო მისული, თუმცა, მათივე თქმით, კონფლიქტი ჰქონდა დედასთან. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლობდა.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის მამა საქართველოში ერთ-ერთი რესტორნის ქსელის მეპატრონეა და ამჟამად უკრაინაში იმყოფება.

ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. სხვა დეტალები უცნობია. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიА-320-ის მფრინავი დაჯახების მანიოვრებს სხვა რეისებზეც აკეთებდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში საყოველთაო კენჭისყრა დაიწყო