ჩხუბი თვითმფრინავში, ჰონგკონგ-ვლადივოსტოკის რეისზე… (VIDEO)

thuსოციალურ ქსელებში გავრცელდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო და ფოტო კადრები, რომელიც  21 ივლისს საღამოს თვითმფრინავის ჰონგკონგი-ვლადივოსტოკის რეისზე მოხდა…

გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგკონგიდან ვლადივოსტოკში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ნასვამმა რუსეთის მოქალაქემ ეკიპაჟის წევრებს დაუწყო დავა და ჩხუბი, რომელთაც მგზავრები გამოესარჩლენ…

დებოშიორ ნასვამ მგზავრს, რომელსაც სიტყვიერი მოწოდება ,,საკუთარ ადგილზე დამჯდარიყო,, ვერ შეაგონეს, 4 სხვა მგზავრი მუშტებით გაუსწორდა და კარგად ნაცემს, თვითმფრინავის ღვედებით და ე.წ. ,,სკოჩით,, გაკოჭილს მოუწია ვლადივოსტოკამდე ჩასვლა… ადგილზე ჩასული კი, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ,,ჩაიბარეს,,

/იხილეთ 2 ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კონკურენტს “იდიოტი” უწოდა
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: ბატონო ვახტანგ, გესმით, საერთოდ რა თანამდებობაზე ინიშნებით