ჩხოროწყუში პოლიციის შენობასთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხორში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. ბანკის ფილიალი იმავე შენობაშია განთავსებული სადაც პოლიციის ქვეგანყოფილება. ბანკს და პოლიციის შენობას ერთი კედელი აქვს.

მაშინ როდესაც “ლიბერთი ბანკის” ფილიალს ძარცვავდნენ, გვერდზე პოლიციის ოფისში 4 მორიგე პოლიციელი იმყოფებოდა. ისინი ამბობენ, რომ არაფერი გაუგიათ.

“ლიბერთი ბანკის” ფილიალიდან არა თუ თანხა, არამედ 1,5 მეტრი სიგრძის რკინის და ცეცხლგამძლე სეიფია წაღებული. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბანკში სავარაუდოდ დასარიგებელი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა ინახებოდა, რაც მთლიანობაში 7 ათასი ლარს შეადგენს.

არსებული ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაში არ ადასტურებენ და აცხადებენ , რომ ბანკიდან მხოლოდ 45 ლარი წაიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და ფაქტს იმ განყოფილების წევრები იძიებენ, რომლის გვერდითაც ბანკი გაძარცვეს.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა