ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები.
დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიაკაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს