ჩრდილოეთ საფრანგეთში სროლებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ საფრანგეთში სროლებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ საფრანგეთში სროლებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლასროლა მას შემდეგ დაიწყო, რად ჩხუბის ადგილას პოლიცია გამოჩნდა. ქალაქ რუაში, ბოშათა დასახლებაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა, მათ შორის ერთ-ერთი 6 თვის ბავშვი იქნა მოკლული, ასევე ქალი და მამაკაცი. დაღუპულია ერთი პოლიციელი.
ინციდენტი, რომლის მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პარიზიდან 110 კილომეტრში მოხდა.
პოლიციის მონაცემებით, სოფლის დასახლებაში მისულმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მაშინათვე ამოხოცა მთელი ოჯახი, ასევე, დაჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამი წლის ბავშვი. დაჭრილია ასევე ერთი პოლიციელი.

ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმემლი შესაძლებელია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის პოლიციის ტყვიით არის დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.
ადგილზე მობილიზებული იყო პილიციის და სპეციალური სამსახურების ძალები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა განაცხადეს, რომ შოკირებული არიან მომხდარის გამო. მათ მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახს და მადლობა გადაუხადეს პოლიციას მამაცობისთვის.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკი უკრაინას 500 მილიონს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ 6 ფოტოსურათთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო