,,ჩრდილოეთ კორეელი კოსმონავტი მზის ზედაპირზე დაეშვა,,

ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალურმა ტელეარხმა, კორეის მოსახლეობას სასიხარულო ამბავი აუწყა… კერძოდ ის, რომ 17 წლის ჩრდილოეთ კორეელმა კოსმონავტმა ხუნგ ილ ხონგმა, პირველად მსოფლიო ისტორიაში მზის ზედაპირზე დაშვება მოახერხა.

ხონგმა კოსმოსური ხომალდით მზის ზედაპირზე დაჯდომა, მაღალი ტემპერატურისგან თავის არიდების  მიზნით, ღამის საათებში განახორციელა… მან მზეზე წასვლა და უკან კორეაში დაბრუნება, კორეული კოსმოსური ხომალდით, სულ რაღაც 18 საათში შესძლო და მას სამშობლოში დახვდნენ, როგორც სახალხო გმირს.. აცხადებს კორეული ტელევიზია, რომელიც აღნიშნავს, რომ ხუნგ ილ ხონგი კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან არის მიწვეული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

გამომდინარე იქედან, რომ მზის ზედაპირზე ტემპერატურა 5726 გრადუსია ცელსიუსით და მანძილი დედამიწიდან მზემდე 149 მილიონი კილომეტრია, კორეელი კოსმონავტი იქ ვერანაირად ვერ მოხვდებოდა… თუმცა ამას კორეული იდეოლოგიისათვის დიდი მნიშვნელობა არააქვს.

banner
წინა სტატიაშისიახლეები სასჯელაღსრულების სისტემაში
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ,,გრუს,, ოფიცრების დაკითხვა გამოაქვეყნეს (VIDEO)