ჩრდილოეთ კორეაში უცხოური როკ ჯგუფი პირველად იმღერებს

Laibach არის ჯგუფი, რომელიც მსმენელებში სხვადასხვა ემოციას და დამოკიდებულებას იწვევს. ისინი ბოლო დღეებში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იმის გამო მოექცნენ, რომ ერთადერთი როკ ჯგუფია, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში ნება დართეს კონცერტი ჩაატაროს.
ფხენიანში ორი კონცერტია დაგეგმილი დარბაზში, სადაც 2 000 ადამიანი ეტევა.
საკონცერტო პროგრამა ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებისგან შედგება, რეპერტუარში შევა ჩრდილოკორული ნაციონალური სიმღერები.
იგეგმება ასევე ბროდვეული მიუზიკლიდან “მუსიკის ხმები” სიმღერების შესრულება. ფლეი-ლისტში შედის ჩრდილოეთ კორეაში უკანასკნელ თვეებში ძალიან პოპულარული სიმღერა “ჩვენ პაეკუს მთებზე ავდივართ”, რომელსაც ქალთა ინსტრუმენტული ანსამბლი “მორანბონგი” ასრულებს. პაეკუს მთები კორეის ნახევარკუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია. კორეული მითოლოგიით ზოსტად ამ მათაზე დაიბადნენ კორეელები, როგორც ეთნოსი.
კონცერტი 19 და 20 აგვისტოს ჩატარდება და კორეის ნახევარკუნძულის იაპონელებისგან განთავისუფლების 70 წლისთავს მიეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიკარტელური შეთანხმების გამო ქართული ნავთობ-კომპანიები 55 მლნ. ლარით დაჯარიმდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ში კონსერვატორები ირანთან ატომურ შეთანხმებას აკრიტიკებენ