ჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვაჩრდილოეთ კორეამ აღიარა, რომ ორი რაკეტა ისროლა აშშ-ს და სამხრეთ კორეის ყოველწლიური ერთობლივი სწავლებების პროტესტის ნიშნად.
ორი რაკეტა, რომელთა რადიუსი დაახლოებით 490 კმ-ია, ქალაქ ნამფხოდან დასავლეთის მიმართულებით გაუშვეს, ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედრო სწავლებები, რომელშიც ყოველწლიურად ათი ათასობით სამხედრო იღებს მონაწილეობას, ფხენიანში დიდ პროტესტს იწვევს და ის სწავლებებს ტრადიციულად „დაპყრობის რეპეტიციას“ ეძახის.
საშტაბო-კომპიუტერული ამერიკულ-კორეული სწავლებები 12 დღე გრძელდება, რომელიც როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ოპერაციებს გულისხმობს.
სამხრეთ კორეის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტები Scud Cs ან Scud Ds ტიპის არის და სამხედროები საომარ მზადყოფნაში არიან: „მსგავს აგრესიას შეუბრალებელი დარტყმებით უნდა ვუპასუხოთ“ – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითოვლისგამწმენდი მანქანის მძღოლი: “ მკვლელი არ მინახავს“
შემდეგი სტატიაპოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესში