ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმების შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმების შედეგად დაიმეწყრა სოფლები: ნაბეღლავში, წიფნაგვარაში, ხევსა და ბუკისციხეში.
როგორც “თაიმერს” გურიის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო სოფელ ბუკისციხეში, სადაც გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა. “გადაუღებელი წვიმების გამო ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. სოფლებში გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დამეწყრილი გზები ამ დროისთვის სრულად გაიწმინდა. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათი საკარმიდამო და საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. არ არიან დაშავებულები. სტიქია ლანჩხუთშიც მძვინვარებდა. ადიდებულმა მდინარეებმა რამდენიმე სოფლის ხიდი წაიღო”, – აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
ამ ეტაპზე შექმნილია მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისია და მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომელსაც მონიტორინგს გუბერნატორი უწევს.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი: რომც იყოს ეს პარტიული ტელევიაზია იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ
შემდეგი სტატიაგერმანიის კარში ჯაბა კანკავას გოლი უეფამ საუკეთესო ათეულში შეიყვანა