ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე იარაღის გასროლის ფაქტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. იგი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.
თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცავებმა ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსიდან დღეს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თავდაპირველად ერთი პირი დააკავეს. როგორც მან განაცხადა, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად სვამდა, რის შემდეგაც ჰაერში გაისროლა.
ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ოთხი მასრა ამოიღეს.

banner
წინა სტატიაში„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ცოტა მეტი იფიქროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებსა და იეზიდებზე“
შემდეგი სტატიარატომ იკამათეს ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა და ეკა ბესელიამ?