ჩიორა თაქთაქიშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა უმცირესობის დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შორის.
თაქთაქიშვილმა ომბუდსმენის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ნანუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მის მიერ გაკეთებული განცხადებები უნდა დააზუსტოს, რასაც ნანუაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.
თაქთაქიშვილისა და ნანუაშვილს შორის კამათში პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ჩაერთო. მან უმცირესობის დეპუტატსა და სახალხო დამცველს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უჩა ნანუაშვილს განმარტება მოსთხოვა, უწოდა თუ არა თაქთაქიშვილს სხდომაზე უტიფარი. ნანუაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმცირესობის წევრები მას ტყუილის ტირაჟირებაში დებენ ბრალს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პატიმარი ქალების შემოწმების პროცედურას ღირსების შემლახავად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაავარიისას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს