ჩიორა თაქთაქიშვილი: პრობლემები ციხეებში რჩება, გრძელდება წამება, არაჰუმანური მოპყრობა

“პრობლემები ციხეებში რჩება, გრძელდება წამება, არაჰუმანური მოპყრობა,” – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გააკეთა.

თაქთაქიშვილის თქმით, “პატიმრობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები ვერ მოაგვარებს საპატიმრო დაწესებულებებში მასშტაბურ პრობლემებს.

კანონმდებლები პირველი მოსმენით “პატიმრობის კოდექსში” შესატან ცვლილბებს განიხილავენ. კანონპროექტი სასჯალაღსრულების მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. ცვლილებათა პაკეტი პენიტენციალურ სისტემაში ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს.

სხდომაზე, სადაც დეპუტატები ცვლილებებს განიხილავდნენ, შესვენებაა გამოცხადებული. ამ წუთებში კი საპარლმანტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჟურნალისტებისთვის უცნობია, რას განიხილავენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
შემდეგი სტატიაახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს