ჩინური მასაჟის სალონში ადგილს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ

თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთის მოქალაქე, 1957 წელს დაბადებული ფეიჟუ ჟ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამავე ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში ჩინეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიწავიდეს უკრაინიდან ან ჩვენ მას სრულ იზოლაციას ვპირდებით–ჯო ბაიდენი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს გაფრთხილებას აძლევს