ჩინელი მწერალი: მაქსიმალურად ვცდილობ ჩინეთის მოსახლეობას გავაცნო ქართული ღვინის კულტურა

ჩინელმა ღვინის მკვლევარმა, ია ოგუ ლინმა ქართულ ღვინოზე წიგნი – “ქართული ღვინის მკვლევარი” გამოსცა. როგორც “თაიმერს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ავტორი ნაშრომში წარმოაჩენს ქართული ღვინის ტრადიციასა და საქართველოს კულტურულ ღირებულებებს.
ია ოგუ ლინს ღვინის კვლევის 13 წლიანი გამოცდილება გააჩნია, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული ღვინით.
მკვლევარის თქმით, სამწუხაროა რომ ადრე არ დაინტერესდა ქართული ღვინით, რადგან დარწმუნებულია, საქართველო არის ღვინის უძველესი წარმოშობის ქვეყანა, სადაც სათავეს იღებს ღვინის წარმოების ტრადიცია.
“მაქსიმალურად ვცდილობ ჩინეთის მოსახლეობას გავაცნო ქართული ღვინის კულტურა, შესაბამისად დავწერე წიგნი რომელიც 30 ათასზე მეტი ტირაჟით გამოვიდა და ჩინეთის ყველა პროვინციაში გავრცელდება”, – აღნიშნა მკვლევარმა ია ოგუ ლინმა.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა 28 ჩინელი ჟურნალისტი, რომელთა შორის იმყოფება ჩინელი მკვლევარი ია ოგუ ლინი. დღეს, მათ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს”,-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათევაოდ წასული ორი პირი გაიტაცეს