ჩინეთში ქიმიკატების საწყობის მფლობელი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა

კომპანიამ ქიმიური ნივთიერებებეის შენახვის და გადაზიდვის ლიცენზია ორი თვის წინ აიღო.
სახელმწიფო სააგენტო სინხუას ცნობით, ლოჯისტიკურ კომპანია Ruihai Logistics-ს ტოქსიკური ქიმიკატების გადაზიდვის ლიცენზია ივნისში მიანიჭეს. კომპანია, ლიცენზიის გარეშე 8 თვის მანძილზე საშიშ ნივთიერებებს დაატარებდა.
გარდა ამისა, როგორც როიტერი ავრცელებს, ორი წლის წინ იგივე კომპანია გადასაგზავნი ტვირთის შეფუთვის სტანდარტების დაუცველობაში დაადანაშაულეს, ივნისში კი ანგარიშების არაკორექტულად წარმდგენი კომპანიების სიაში შეიყვანეს.

აფეთქების შედეგად ხუთშაბათს 144 ადამიანი დაიღუპა და 700-მდე დაშავდა.
აცხადებენ, რომ დაკარული ადამიანების გამოჩენის შანსი ძალიან მცირეა.
დიდი ცეცხლის გამო მთევრობამ მომხდარიდან 3 კმ-ის რადიუსზე ხალხის ევაკუაცია გამოაცხადა.
როგორც გაირკვა, საწყობში 700 ტონა ნატრიუმის ციანიდი ინახებოდა.
დაახლოებით 17 ათასი სახლი დაზიანდა – მეპატრონეები კომპანსაციის გადახდას ითხოვენ.

როგორც ჩინური პრესა იტყობინება, აფეთქების შემდეგ დაკავებულია კომპანიის 10 წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: გაერო მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაGoogle-მა “სმარტფონ-კონსტრუქტორების” ტესტირება გადადო