ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.
9-13 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე – “თანამედროვე აბრეშუმის გზა” (“The Modern Silk Road”).
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება
შემდეგი სტატია“ბებო, შენ რომელი ხარ?” – ზარანდიების ეზოს ორი მტრედი სტუმრობს