ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავს აღნიშნავს

ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავს აღნიშნავს

ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავს აღნიშნავსჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავთან დაკავშირებით გრანდიოზული აღლუმი იმართება. აღლუმი ქვეყნის მეთაურმა სი ცზინპინმა გახსნა, მან აღნიშნა, რომ ქვეყანა შეიარაღებას 300 ათასი ადამიანით შეამცირებს.
ჩინეთის არმია მსოფლიოში ყველაზე მეტ სამხედროს ითვლის – ორი მილიონი სამხედრო მოსამსახურე.
“ომის გამოცდილება ადამიანებს მშვიდობის დაფასებას ასწავლის. იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთი არასდროს იქნება მიდრეკილი იბატონოს, არასდროს იქნება მონდომებული გაფართოვდეს და სხვებს არასდროს აიძულებს განიცადონ ტრაგედია, რომელიც თავითონ გადაიტანა” – ქვეყნის მეთაურის ციტატას “ასოშეითედ პრესი” ბეჭდავს.

დასავლეთის ბევრმა ლიდერმა თავი შეიკავა აღლუმში დასწრებისგან. სტუმრებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ჩინეთის ცენტრალური უბნის ქუჩები აღუმის გამო გადაკეტილია, ზოგიერთი ქუჩის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა აკრძალული აქვს, ზოგიერთისას კი – ფანჯრიდან გახედვაც.
ქვეყნის მასშტაბით ტელეკომპანიებს აეკრძალათ გასართობი შოუების ჩვენება.
აღლუმში 12 ათასი სამხედრო და 500 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

დასავლეთში აღლუმს ძალების დემონსტრირება უწოდეს – ჩინეთი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაზე თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიიტალია, გერმანია და საფრანგეთი ლტოლვილების განსახლების მოთხოვნების გადახედვას ითხოვენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი