ჩინეთის დღე – საქართველოში

chinetis dge

მედია ჰოლდინგი „gbtimes“ 11 ოქტომბერს დედაენის ბაღში „ჩინეთის კულტურისა და ბიზნეს გამოფენას“ აწყობს. ღონისძიება ჩინეთის საელჩოს, კონფუცის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ეს არის პირველი მსგავსი ტიპის ღონისძიება, რომელიც სრულად მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა ჩინურ წარმომადგენლობას, კომპანიას და სფეროს. ის მიზნად ისახავს ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ტურისტების მოზიდვას და ქართველების დაინტერესებას ჩინეთის მიმართ.
ჩინური დღის განმავლობაში დედაენის ბაღში გაიმართება გამოფენები, პერფორმანსები, ჩინური ფოკლორის წარდგენა, გასართობი შოუები და კონცერტები. სტუმრები გაეცნობიან ჩინური ნაციონალური სამოსის თავისებურებებს, საქართველოში არსებული ჩინური სამშენებლო და მულტიმედიური კომპანიების პროდუქციას და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ბაღში სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი კუთხე, სადაც მათ პანდას კოსტუმირებულ პერსონაჟთან შეეძლებათ ფოტოების გადაღება.
მთელი დღის განმავლობაში დედა ენის ბაღში რადიო Jako FM-ის ღია სტუდია მოეწყობა. წამყვანები მსმენელს ჩინეთის შესახებ გადაცემებს non-stop რეჟიმში შესთავაზებენ.

12:00 – უშუს წარმოდგენა;
ჩინური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა;
ჩინელი ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა;
ჩინური დამწერლობის პრეზენტაცია;
ჩინური ლიტერატურის გამოფენის გახსნა;
ჩინური კულინარიური კუთხის გახსნა, ღვინის დაგემოვნება;
ჩინური სასწავლო გაცვლითი პროექტების პრეზენტაცია;
14:00 – ჩინური საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა – უშუ;
15:00 – კონფუცის სტუდენტების კონცერტი;
16:00 – ოფიციალური ნაწილის გახსნა:
ჩინური ტრადიციული შოუ „ლომის ცეკვა“;
ჩინური საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა – უშუ;
თბილისის მერის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის და ოფიციალური
პირების სიტყვით გამოსვლა;
ჩინურ წარმომადგენლობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმის გაფორმება;
16:00 – ერისიონის წარმოდგენა;
17:00 – ჩინური გამოფენის დათვალიერება. ჩინური დღის დახურვა.

banner
წინა სტატიაშისახაშეში აღებული 21 500 – სუბარის მოადგილეს ქრთამი აღებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი მთავრობას და შვეიცარიის ყოფილ ელჩს ბიზნესმენის დატერორებაში ადანაშაულებს