ჩილეში მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ჩილეში მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდაჩილეს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
მიწისძვრის თავდაპირველი სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდა იყო, რომელიც 8,3-მდე გაიზარდა. ის სანტიაგოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, 223 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 19,54 წუთზე დაფიქსირდა, კოკიმბოს სანაპიროდან 46 კილომეტრში.
სიტიქია ეროვნული დღესასწაულისათვის მზადების პერიოდს დაემთხვა.

ჩილეს მთავრობამ ბიძგების შემდეგ ცუნამის საშიშროების გამო, ხალხის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა. კოკიმბოს სანაპიროზე 4,5 მეტრის ტალღები დაფიქსირდა.

ცუნამის საშიროების შესახებ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ასევე პერუში, ჰავაის კუნძულების რაიონში, კალიფორნიის რამდენიმე ნაწილში და ახალ ზელანდიაშიც კი, სადაც ასევე მოხდა ევაკუაცია.

მიწისძვრის ბიძგები შეინიშნა ასევე ბუენოს-აირესის პროვინციებში.
ჩილეში მიწისძვრის გამო სამი ადამიანი ინფარქტით დაიღუპა, კიდევ ორი კი ქვების ცვენას ემსხვერპლა – ცნობას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ქალაქ მონტე-პარტიის მერის განცხადებით, შენობის ნანგრევებში 19 ადმიანია მოყოლილი, თუმცა, ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ჩილე მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეგიონად ითვლება. 2010 წელს ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელიც დაახლოებით 8,8 მაგნიტუდის იყო, დაახლოებით 500 ადამიანი დაიღუპა.

Best regards

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონი: მე ისევ მინდა პუტინთან შეხვედრა+ ვიდეო
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი–მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი