ჩილესთან უვიზო რეჟიმით მიმოსვლა დღეიდან ამოქმედდა

დღეს ძალაში შევიდა შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ”.

აღნიშნული შეთანხმება, საქართველოსა და ჩილეს ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერალდო მუნიოსმა, თამარ ბერუჩაშვილის 2015 წლის 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმედნენ, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდოდა ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელწიფოებრივი პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი 3 აგვისტოდან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ოლიმპიადას ღირსეულად უმასპინძლა