ჩვილის პოვნის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

 

დიღომში სადარბაზოში ჩვილის პოვნის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
დიღომში დღეს ჩვილი იპოვეს. ახალშობილი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნახეს. ჩვილი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისამგორის რაიონში დეიდა და დის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს