„ჩვენ ცხადად უნდა დავინახოთ, რომ რიკოთის უღელტეხილის პროექტი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის პროექტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ გამოხტა.

ამასთან მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროექტის ინტერესთა გამოხატვის გზით, გამჭირვალედ განხორციელდება.

„ყველა გადაწყვეტილებას რასაც ჩვენ ვიღებთ, ვიღებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ცხადად უნდა დავინახოთ, რომ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ამჟამად ინტერესი დაფიქსირებულია და ჩვენ საუკეთესო უნდა გამოვალინოთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დარწმუნებული ვარ, ქართული მხარის მიერ მოძიებული ინფორმაცია ჰააგის მოსამართლეს მიეწოდება“
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეშვილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტშია გადაყვანილი