ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ

ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ და ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თეა ადეიშვილი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება.

ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ და ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ "რუსთავი 2"-ში ვინმე გადატრიალებისთვის ემზადება

“ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყველგან და ყველა სიტუაციაში ვიყავი და ვიქნები მხოლოდ ჟურნალისტი! ჩემი იარაღია კამერა, მიკროფონი, შეკითხვა და ეთერი. მინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, აქ დაბერების უფლება მქონდეს და არასდროს არავისთვის არ შემრცხვეს თვალებში შეხედვა. მეც მოვისმინე ჩანაწერები, გავბრაზდი და გავგიჟიდი, დავფიქრდი… და მინდა აქ გითხრათ, რასაც ვფიქრობ: ფაქტია, რომ ამ ჩანაწერიდან 10 დღის მერეც აქ არ არის ბარიკადები და რკინის კონსტრუქციები, აქ არ დადიან შეიარაღებული ადამიანები, მე და ჩემი მეგობრები არ ვცხოვრობთ ილუზიებში, არ გვინდა რევოლუცია და სისხლისღვრა, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ და ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ “რუსთავი 2″-ში ვინმე გადატრიალებისთვის ემზადება. დაველოდები გამოძიებას და უტყუარ ფაქტებს…”, – წერს ადეიშვილი

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე:”ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი”
შემდეგი სტატიასირიაში, ISIS-ში გაწევრიანებული გერმანელი რეპერი ,,დესკო დოგი,, მოკლეს… (VIDEO)