,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შეჩერებული იქნეს რუსეთის შემოჭრა”

კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია

კანცელარიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც მიმართა. მისი თქმით ტელეკომპანია აქციაზე წარმოდგენილია როგორც მედია , მაგრამ ასევე ისინი წარმოდგენილნი არიან როგორც მოქალაქეები, რომლებსაც სურთ შეაჩერონ საქართველოში რუსეთის შემოდინება,
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შეჩერებული იქნეს რუსეთის შემოჭრა, მისი მედიის, მისი იდეოლოგიის საშუალებით. იმისთვის რომ ჩვენი მომავალი თაობები და იმედი მაქვს ჩვენც , შევხვდეთ ჩემს მშობლიურ ქალაქში”- განაცხადა გვარამიამ

ნიკა გვარამიას თქმით საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოკავშირე ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ოკუპაციის საწინააღმდეგო მნიშველოვან და მკაფიო განაცხადებს გააკეთებს

“მოვიდა დრო მნიშვნელოვანი და მკაფიო განაცხადების, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირე მთავრობა. რუსთავი ორი ყოველთვის იქნება იმ ადმიანების გვერდით ვინც თვლის, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაციონალური ინტერესების მიმართ გადმოდგმული ნებისმიერი ნაბიჯი, არის ჩვენი პოლიტიკური წითელი ხაზების გადაკვეთა. რუსთავი ორი ყოველთვის გააშუქებს თქვენს ინტერესებს, როგორც პატრიოტული, პროევროპული და პროამერიკული ტელევიზია“- განაცხადა ნიკა გვარამიამ

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა
შემდეგი სტატიარას წერენ ცნობილი სახეები ,,მამულიჩას” დაკავების ფაქტზე