„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ადასტურებს და აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტს დროულად გადაუგზავნის.

„პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის, როგორც მე შევიტყვე, ოპოზიციაშიც, რომ დროულად მოხდეს კომიტეტებში განხილვა და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება. ასე რომ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა და იმედი მაქვს, პრეზიდენტიც გაითვალისწინებს ამ გარემოებებს. ჩვენ უკვე კვირისთვის ველოდებით სტუმრებს და უნდა დავხვდეთ მნიშვნელოვან დელეგაციებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება
შემდეგი სტატია„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“