ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიდეთ 2016 წლის არჩევნებამდე

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე“ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიდეთ 2016 წლის არჩევნებამდე. კარგად მესმის იმ კრიზისის მნიშვნელობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, მაგრამ გვმართებს მოთმინება, რადგან ჩვენს უკან სახელმწიფოა! წინ ახალი პოლიტიკური სეზონია და საზოგადოებას სჭირდება საარჩევნოდ მომზადება, ისევე როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ამიტომ ყოველგვარი რადიკალიზმი და შუალედური არჩევნების ბოიკოტირება მიუღებელია”-აცხადებს დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

“საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის წელიწადი რჩება და უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება. დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საღ აზრს მოკლებულია, რადგან ეს არ წაადგება სახელმწიფოს. მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თუ გვსურს თანამედროვე სტანდარტების სახელმწიფოს და დემოკრატიის შენება, არ უნდა ვეცადოთ ამომრჩევლის დილემის წინაშე დაყენება, ჩვენ მას უნდა მივცეთ შედარების გაკეთების საშუალება–მიიჩნევს ბურჭულაძე.

“ჩემთვის გასაგებია ზოგიერთი პოლიტიკოსის მოუთმენლობა, მაგრამ საქართველომ აირჩია ევროპული გზა, დემოკრატია კი მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომაც არ უნდა დავუშვათ მაგალითი იმისა, რომ ძალაუფლების სურვილმა გადაწონოს ფუნდამენტური ფასეულობები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უკან გადავდოთ პირადი ინტერესები და კონცენტრირება ჩვენი მოქალაქეების მომავალზე მოვახდინოთ, საფუძველი ჩავუყაროთ ჯანსაღ კონკურენციას სადაც არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის კეთდება და არა უალტერნატივო გარემოს. ბოიკოტირებას საარჩევნოდ მომზადება და შრომა სჯობს”–აცხადებს დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 7 წლისთავთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი ორი დღით საზღვარს კეტავს
შემდეგი სტატიასროლა ამსტერდამში – დაჭრილებს შორის ფრანგი მსახიობი ჟან იუგ ანგლადიც არის